ლეხურა, რეხულა — მდინარე საქართველოში, ახალგორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში. მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ხარულის ქედის სამხრეთ ნაწილში, 2025 მ სიმაღლეზე. სიგრძე 43 კმ, აუზის ფართობი 285 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები იშვიათია. საშუალო წლიური ხარჯი 2,99 მ3/წმ.
ლეხურიდან გაყვანილია 5 არხი, რომლებიც რწყავს 5700 ჰა მიწას.
ლეხურიდან გაყვანილია 5 არხი, რომლებიც რწყავს 5700 ჰა მიწას.
